weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეერთებულმა შტატებმა ასანჟს ბრალი წაუყენა

15:48 პარასკევი, 12 აპრილი 2019

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ორგანიზაცია WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს ბრალი დიდი ბრიტანეთის პოლიციის მიერ მისი დაკავებიდან რამდენიმე საათში წაუყენა. როგორც გამოცემა The New York Times წერს, სკანდალურად ცნობილ ასანჟს აშშ-ის მთავრობის კომპიუტერში შეღწევის მიზნით, შეთქმულებაში ადანაშაულებენ.

აშშ-ში ჯულიან ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრიტანულმა პოლიციამ ჯულიან ასანჟი აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე დააკავა, მას შემდეგ, რაც ეკვადორმა ავსტრალიელ პუბლიცისტს თავშესაფარზე უარი უთხრა. ჯულიან ასანჟი შვიდი წლის განმავლობაში ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს.

ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2012 წლიდან იმყოფებოდა, რათა თავიდან აეცილებინა შვედეთში ექსტრადირება, სადაც მის წინაღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობდა გამოძიება. მოგვიანებით, შვედეთში გამოძიება შეწყდა, მაგრამ ასანჟი შიშობდა, რომ მისი ექსტრადირება აშშ-ში მოხდებოდა, სადაც FBI-ს გამოძიება საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის მიმდინარეობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]