weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ჩამქრალია

10:21 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ საღამოს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ გაზეთი Le Figaro წერს.

„ხანძარი ჩამქრალია. თვალს ვადევნებთ ცალკეულ კერებს და განვაგრძობთ შენობის ცხელი ნაწილების გაგრილებას, რათა ცეცხლი კვლავ არ გაჩნდეს“, – ციტირებს გამოცემა მეხანძრეების კომენტარს.

ძლიერი ხანძარი ნოტრ-დამში გუშინ, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გაჩნდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნოტრ-დამს აღადგენენ და პირობა დადო, რომ სახსრების შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიას წამოიწყებს.

„ნოტრ-დამი ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ლიტერატურაა, ჩვენი სულის ნაწილია... თუმცა, იმედის სიტყვა მინდა წარმოვთქვა. ეს იმედი ის სიამაყეა, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს. 800 წლის წინ ჩვენ შევძელით ამ ტაძრის აშენება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ის დიადი გავხადეთ და გავაუმჯობესეთ. ამ ტაძარს ჩვენ ერთად აღვადგენთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]