weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მილიარდერი ფრანსუა-ანრი პინო ნოტრ-დამის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გაიღებს

10:52 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

ფრანგი ბიზნესმენი ფრანსუა-ანრი პინო ხანძრისგან მძიმედ დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის 100 მილიონ ევროს გაიღებს.

„ეს არის ტრაგედია, რომელსაც ყველა ფრანგი განიცდის. ყველას სურს, რომ ჩვენი საერთო მემკვიდრეობის ეს განძი რაც შეიძლება მალე იქნეს აღდგენილი“, – ნათქვამია პინოს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ტაძრის აღსადგენად სახსრები მილიარდერის კუთვნილი კომპანია Artemis-ის ფონდიდან გამოიყოფა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ, 15 მარტს, საღამოს გაჩნდა, რის შედეგადაც ჩამოინგრა ტაძრის შპილი და ჭერი, თუმცა მეხანძრეებმა შენობის კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სარესტავრაციო სამუშაოების დროს გაჩნდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ტაძარს აღადგენენ და სახსრების შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიას დაიწყებს.

 

ამ თემაზე:

ცეცხლში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – ფოტოები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]