weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსების 70% სტალინის მიმართ კეთილგანწყობილია, რაც რეკორდია

11:17 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

მოსახლეობის აზრის გამოკითხვამ რუსეთში აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა (70%) იოსებ სტალინის როლს ქვეყნის ცხოვრებაში დადებითად აფასებს, რაც რუსული დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის, „ლევადა ცენტრის“ ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყოფილი დიქტატორის როლს უარყოფითად მხოლოდ 19% აფასებს.

სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხული რესპონდენტების 51%-ს, მათგან 41%-მას პატივს ცემს, რაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყოფილი საბჭოთა ბელადის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება რუსების 14%-ს აქვს, 26% კი მის მიმართ გულგრილია.

კვლევა აჩვენებს, რომ რესპონდენტების თითქმის ნახევარს (46%) მიაჩნია, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებები გამართლებულია „დიადი მიზნებითა და შედეგებით“. დარჩენილი 45% კი ამბობს, რომ ადამიანური მსხვერპლის გამართლება არაფრით შეიძლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]