weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შპიონაჟში ბრალდებულ ნორვეგიის მოქალაქეს რუსეთში 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

11:58 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

ნორვეგიელი ფროდე ბერგი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 2017 წელს დააკავეს, ჯაშუშობის ბრალდების გამო კი 63 წლის მამაკაცს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ფროდე ბერგი ნორვეგიისა და რუსეთის საზღვარზე მომუშავე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის რეალურად რუსეთის კუთვნილ წყალქვეშა გემებზე აგროვებდა ინფორმაციას. ბერგმა აღიარა, რომ ნორვეგიული დაზვერვისთვის კურიერად მუშაობდა, თუმცა ამასთანავე აცხადებს, რომ მას მისიასთან დაკავშირებით საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა.

ბერგის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი საქმეს ისე აკეთებდა, მასზე რეალური წარმოდგენა არ ჰქონია. როგორც ცნობილია, ბერგი განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს, თუმცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან შეწყალებისთვის იბრძოლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]