დაკავების შემდეგ მამაკაცმა განაცხადა, რომ მგზავრობის დროს საწვავი გაუთავდა, ავტომობილი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა და ბენზინის ყიდვის შემდეგ მანქანამდე მოკლე გზით მისვლა, საკათედრო ტაძრის გავლით სურდა. თუმცა მისი ავტომობილის შემოწმების დროს პოლიციამ გაარკვია, რომ მანქანაში საწვავი საკმარისად იყო.
სამართალდამცავ უწყებაში ინციდენტის შემდეგ ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ მამაკაცმა წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძრის გადაწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრიდან ორ დღეში სცადა. სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის ტერორისტულ აქტად შეფასება ჯერ ნაადრევია.
მეცხრამეტე საუკუნის ნეო-გოთიკური სტილის კათოლიკური საკათედრო ტაძარი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარეობს. იგი ნიუ იორკის ეპარქიის არქიეპისკოპოსის ადგილსამყოფელია.