weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

19 წლის გოგონა სექსუალურ ძალადობაზე საჩივრის გამო ცოცხლად დაწვეს

15:04 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

ბანგლადეშში 19 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის ფაქტის პოლიციისთვის შეტყობინების გამო ცოცხლად დაწვეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ნუსრათ ჯაჰან რაფის საკუთარი სკოლის ტერიტორიაზე საწვავი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

მედიის ცნობით, ქალაქ ფენის მკვიდრმა 19 წლის მოსწავლემ საკუთარი სკოლის დირექტორის, სირაჯ უდ დულას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ნუსრათ ჯაჰან რაფი პოლიციაში 27 მარტს ოჯახთან ერთად წავიდა. პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისთვის უსაფრთხო გარემო უნდა შეექმნათ, პოლიციელი 19 წლის ნუსრათის მონაყოლს მობილური ტელეფონის მეშვეობით იღებდა. ჩანაწერში, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა, ჩანს, თუ როგორ იფარავს გოგონა სახეს ხელებით. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ უხსნის პოლიციის ოფიცერი ნუსრათს, რომ მომხდარი უმნიშვნელოა და განმეორებით სთხოვს მსხვერპლს, ხელები მოიშოროს სახიდან.

საჩივრის შემდეგ სკოლის დირექტორი დააკავე, თუმცა ამას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოყვა. სკოლის ორი მოსწავლე ბიჭის ორგანიზებით, ქუჩებში აქციები გაიმართა, სადაც მოძალადე დირექტორის გათავისუფლებას ითხოვდნენ და ბრალს თავად გოგონას დებდნენ. გოგონას ოჯახის განცხადებით, ისინი ამ დროს უკვე ღელავდნენ თავიანთი შვილის უსაფრთხოებაზე, თუმცა მომხდარიდან 11 დღის შემდეგ ნუსრათ ჯაჰან რაფი სკოლაში ფინალური გამოცდის დასაწერად წავიდა.

ნუსრათ ჯაჰან რაფი ერთ-ერთმა გოგონამ სკოლის სახურავზე მოტყუებით აიყვანა, თითქოს მის მეგობარს სცემდნენ და დახმარება სჭირდებოდა. მას იქ ოთხი ბურკიანი პირი დახვდა, რომლებმაც დირექტორის წინააღმდეგ არსებული საჩივრის გამოტანა მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი მას ცეცხლი წაუკიდეს. დამნაშავეები ადგილიდან გაიქცნენ, გოგონას გადარჩენა კი ვერ მოხერხდა, იგი 10 აპრილს დაიღუპა.

მომხდარმა მთელი ბანგლადეში შეძრა. ჯერ-ჯერობით დაკავებულია 15 ადამიანი, მათ შორის - მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეები, აქციის ორგანიზატორი ორი ბიჭი და სკოლის დირექტორი. პოლიციის მუშაკი კი, რომელიც გოგონას სექსუალური შევიწროების ისტორიის მონაყოლს იღებდა, ​სხვა დეპარტამენტში გადაიყვანეს.

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა გოგონას ოჯახს შეხვდა და პირობა მისცა, რომ კანონს ვერცერთი დამნაშავე ვერ გაექცევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]