კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გაერთიანებული აქტივისტები ბრიტანეთის დედაქალაქის პარალიზებას ცდილობენ. ამის გამო ათობით ათასი ლონდონელი დაზარალდა. ორშაბათის შემდეგ აქტივისტებს ოქსფორდის ცირკი, ვატერლოოს ხიდი, პარლამენტთან არსებული მოედანი, ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ შენობა და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები აქვთ დაკავებული.
სამართალდამცავ უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს ჰითროუს აეროპორტიც, რადგან აქტივისტები აეროპორტში გაფიცვის მოწყობასა და ფრენებისთვის ხელის შეშლას აპირებენ. საჭიროების შემთვევაში, სამართალდამცავი უწყებები მზად არიან, საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ასეული პოლიციელი გაგზავნონ.
კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო აქციებს შეუერთდა ოსკაროსანი მსახიობი ემა თომპსონი. მისი განცხადებით, ეს არის პირველი რეალურად იმედისმომცემი მოძრაობა, რაშიც ოდესმე მონაწილეობა მიუღია.