weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩრდილოეთი კორეა ამერიკული ავიამზიდის ჩაძირვით დაიმუქრა

12:02 ორშაბათი, 24 აპრილი 2017

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის ჩაძიროს ამერიკული ავიამზიდი „კარლ ვინსონი“, რათა საკუთარი სამხედრო ძლიერების დემონსტრირება მოახდინოს. ამის შესახებ ფხენიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც იაპონიის ორი სამხედრო ხომალდი ხსენებულ ამერიკულ ავიამზიდსა და მის თანმხლებ გემებს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში საწვრთნელი მანევრების ჩასატარებლად შეუერთდა.

ავიამზიდმა „კარლ ვინსონმა“ ავსტრალიაში დაგეგმილი ვიზიტი შეცვალა, მას შემდეგ რაც უბრძანეს კურსი ჩრდილოეთ კორეისკენ აეღო.

იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, მისმა ორმა ხომალდმა სასებოს პორტი 21 აპრილს დატოვა და გაემართა „კარლ ვინსონისკენ“, რომლის ჯგუფში კიდევ რამდენიმე სამხედრო გემია.

აშშ-იაპონიის ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან საფრთხის გამო ტარდება. მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ გამოცდებს ატარებს და ბალისტიკურ რაკეტებს იაპონიის მიმართულებით უშვებს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]