weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

მოკლული ჟურნალისტის საქმეზე ჩრდილოეთ ირლანდიაში ორი პირი დააკავეს

14:39 შაბათი, 20 აპრილი 2019

ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერის ქუჩაში, ორი დღის წინ მომხდარი არეულობისას დაღუპული ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. 18 და 19 წლის ასაკის ეჭვმიტანილებს ტერორისტული აქტის განხორციელებაში ადანაშაულებენ, რასაც ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლონდონდერიში არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც კრეგენის რაიონში სამართალდამცველები რეიდს ატარებდნენ. თავდამსხმელები სამართალდამცავების მიმართულებით ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ. ქაოსის დროს ადგილზე რამდენიმე ასეული პირი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. სწორედ ამ დროს, 29 წლის ჟურნალისტი ლირა მაკკი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა.

ლირა მაკკი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო და ახლო მომავალში, რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წიგნის გამოცემასაც აპირებდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლები სავარაუდოდ, დისიდენტური მოძრაობა „ირლანდიის ახალი რესპუბლიკური არმიის“ წევრები არიან. ისინი ირლანდიის რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში არსებული ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას უჭერენ მხარს და „ირლანდიის რესპუბლიკური არმიის“ მიერ მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან, რომელმაც რეგიონში 30-წლიანი კონფლიქტი დაასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]