weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როგორ შეცვალა პოლიციის ოფიცერმა 13 წლის ბიჭის სიცოცხლე

16:31 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

როდესაც სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ სამტერში მცხოვრებმა კამერონ სიმონსმა პოლიციის განყოფილებაში დარეკა და განაცხადა, რომ სახლიდან გაქცევას აპირებდა, მასთან სახლში პოლიციის ოფიცერი გაეტანო ასერა მივიდა, რათა გაეგო თუ რა პრობლემა ჰქონდა 13 წლის ბიჭს.

კამერონთან საუბარში გაეტანო ასერამ გაარკვია, რომ ბიჭს დედასთან მუდმივი უთანხმოების გამო სურდა სახლიდან წასვლა. ტეხასის შტატიდან ჩასულ აფრო-ამერიკელ დედა-შვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. პოლიციელმა მოზარდის კუთვნილი ოთახის დათვალიერება მოისურვა და აღმოაჩინა, რომ ბიჭს არც საწოლი ჰქონდა, არც მაგიდა ან სხვა ავეჯი და იატაკზე ეძინა, რის გამოც წელი სტკივდებოდა.

ორი კვირის შემდეგ პოლიციის ოფიცერი კამერონ სიმონსთან დაბრუნდა და დიდი ზომის საწოლი, საწერი მაგიდა, სკამები, ტელევიზორი და სათამაშო კომპიუტერი მიუტანა.

„ვიფიქრე, რომ შემეძლო მიმეცა ის მცირედი რაც სჭირდებოდა, რათა მხიარული გამხდარიყო. ეს არ გამიკეთებია საჯაროდ ან იმ მიზეზით, რომ ხალხს შეემჩნია, უბრალოდ გავაკეთე, რადგან შემეძლო ეს. მიმაჩნია, რომ ხალხი ასე უნდა იქცეოდეს,“ - განაცხადა გაეტანო  ასერამ მას შემდეგ, რაც ამბავი საყოველთაოდ ცნობილი გახდა.

უკანასკნელ პერიოდში შეერთებულ შტატებში ფერადკანიანებთან დამოკიდებულებაში პოლიციელები არაერთხელ გახდნენ მწვავე კრიტიკის ობიექტები, თუმცა აღნიშნული ისტორიის გამო მედიასა და ინტერნეტში პოლიციის ოფიცრის მიმართ საქებარი სიტყვები არავინ დაიშურა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]