„ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
უკრაინამ არჩევნების მეორე ტურის შედეგად პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩია. ზელენსკის გამარჯვება უკვე მიულოცა მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.