პაბლო პორსიუნკულა ბრუნე - მონტევიდეო, ურუგვაი: ტრადიციულ როდეოს ფესტივალზე მონაწილე გაუჩო ცხენიდან ვარდება.
Reuters - რონდა, ესპანეთი: „ლოს ხიტანოსის“ საძმოს წევრი ქალი რელიგიურ პროცესიაზე.
კრისტინა კვიკლერი - სევილია, ესპანეთი: „კუ-კლუქს კლანის“ მსგავს სამოსში გამოწყობილი „ლა პასის“ საძმოს წევრები სააღდგომო წმინდა კვირეულის პროცესიაზე.
EPA - პარიზი, საფრანგეთი: ცეცხლმოდებული ნოტრ-დამის მახლობლად მყოფი ადამიანები სიმღერისა და ლოცვისას.
მარტინ დივიშეკი - პრაღა, ჩეხეთი: ეროვნული ბალეტის წევრები „გედების ტბის“ რეპეტიციაზე.
EPA - სრინაგარი, ინდოეთი: პატარა გოგონა ქაშმირის რეგიონში მოწყობილ საარჩევნო უბანში არსებულ ადამიანთა რიგში.
Reuters - ძინჩანი, ჩინეთი: მარსის სიმულაციაზე ტესტირების მონაწილე გობის უდაბნოში.
ედ ჯონსი - ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა: ოჯახი ფოტოს გადასაღებად დგას ქვეყნისა და ერის მამების, მამა-შვილ კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ირის ძეგლების ფონზე.
EPA - პანგჰსანგი, მიანმა: ეთნიკურ ჯგუფ ვას წარმომადგენელი ქალები ეროვნულ სამოსში.