weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბულგარეთში ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულს 30-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

11:13 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

ბულგარეთის სასამართლომ ტელეჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ სევერინ კრასიმიროვს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტის ცხედარი ქალაქ რუსეში, მდინარე დუნაის პირას მდებარე პარკში გასული წლის ოქტომბერში იპოვეს.

21 წლის სევერინ კრასიმიროვის სასამართლო პროცესი რუსეში მიმდინარეობდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კრასიმიროვი თანამზრახველების გარეშე მოქმედებდა და მსხვერპლს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის პარკში ვარჯიშობდა. პროკურატურამ განაცხადა, რომ დანაშაულის მოტივი სექსუალური ხასიათის იყო და მოკლულის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდებოდა.

სევერინ კრასიმიროვი მკვლელობიდან მალევე გერმანიაში დააკავეს, სადაც ის დედასთან გაიქცა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ბულგარეთში მისი ექსტრადირება მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]