კიმ ჩენ ინის მარშრუტის საბოლოო დანიშნულება ვლადივოსტოკია.
ცნობილია, რომ 25 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა. პუტინთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.
ეს კიმ ჩენ ინის რუსეთში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის ჩრდილოეთ კორეის მმართველი გახდა.