weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საბადოზე ჩამოწოლილ მეწყერს მიანმარში 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

10:29 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

​მიანმარში (ბირმა), ძვირფასი ქვების საბადოზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე, 54 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედია ქვეყნის ჩრდილოეთში, კაჩინის შტატში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეწყერის მასშტაბების გამო ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ცხედრის მიგნება მოხერხდა. სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ჩინეთსა და ინდოეთთან მოსაზღვრე კაჩინის შტატში ძვირფასი ქვის საბადოების ინდუსტრია წლიურად 31 მილიარდ დოლარს აღწევს. ცნობილია, რომ რეგიონში მეწყერის ხშირ ჩამოწოლას სწორედ საბადოები იწვევს, რადგან საბადოებში რეგულაციებსა და უსაფრთხოების ზომებს ნაკლებას იცავენ. ასეთ ინციდენტებს ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ეწირებიან, რომლებიც დიდი კომპანიების საბადოებთან ძვირფასი ქვების ნარჩენებს დამოუკიდებლად ეძებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]