მოლაპარაკებები ერთი ერთზე შეხვედრის ფორმატში დაიწყო და გაგრძელდა კონსულტაციებით, რომელშიც დელეგაციების წევრები მონაწილეობდნენ.
„ჩვენ მოვახერხეთ გვესაუბრა ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ისტორიაზე, ასევე დღევანდელობასა და ორმხრივი კავშირების განვითარების პერსპექტივაზე. რასაკვირველია, ვისაუბრეთ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარების შესახებაც, გავცვალეთ მოსაზრებები იმაზე, თუ როგორ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სიტუაციის გაუმჯობესების პერსპექტივა გაჩნდეს“, – განაცხადა პუტინმა კიმ ჩენ ინთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.
კიმ ჩენ ინი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის აბსოლუტური ლიდერია 2011 წლიდან, რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩავიდა.