„ამ ერის ქვეყნის ძირითადი ღირებულებები, ჩვენი პოზიციაი მსოფლიოში, ჩვენი დემოკრატია, ყველაფერი, რამაც ამერიკა შექმნა, რისკის ქვეშ არის. ამიტომაც დღეს ვაცხადებ, რომ ჩემს კანდიდატურას წარვადგენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“, - დაწერა „ტვიტერზე“ ჯო ბაიდენმა და საგანგებო ვიდეოც გაავრცელა.
ჯო ბაიდენს ჯერ საკუთარ პარტია „დემოკრატებში“ მოუწევს ბრძოლა, რათა საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. ცნობილია, რომ დემოკრატების 25 კანდიდატს შორის ჯო ბაიდენთან ერთად ბერნი სანდერსიც ლიდერობს.
შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ბაიდენი, რომელიც ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2009-2017 წლებში იკავებდა.