26 აპრილს, საღამოს საათებში კუნძულოვანი სახელმწიფოს აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ბატიკალოაში რეიდის დროს სამი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც, სამართალდამცავებმა და სავარაუდო რადიკალებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
ერთ შენობაში ტერორისტების საწყობი იყო. შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ ბომბების დასამზადებელი მოწყობილობები ამოიღო.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტების სერია შრი-ლანკაზე 21 აპრილს განხორციელდა, რა დროსაც ეკლესიებსა და სასტუმროებში 253 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქ კოლომბოს მახლობლად კიდევ მოხდა სხვა აფეთქება.
ტერაქტების სერიის შემდეგ შრი-ლანკაზე უკვე დააკავეს 76 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან სირიიდან და ეგვიპტიდან ჩასული პირები.