weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

საფრანგეთის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ ჯეიმს ბონდს შეადარეს

11:41 პარასკევი, 07 ივლისი 2017

ემანუელ მაკრონი ფრანგულ ატომურ წყალქვეშა ნავ „ლე ტერიბლზე“ ვერტმფრენიდან დაეშვა, ვიზიტის ამსახველი ფოტოები კი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოპულარული გახდა და უამრავმა მომხმარებელმაც საფრანგეთის პრეზიდენტს ცნობილი პერსონაჟის, ჯეიმს ბონდის რეალურ პროტოტიპად შერაცხა.

წყალქვეშა ნავზე დაშვების პირველი ფოტო „ტვიტერზე“ თავად მაკრონმა გაავრცელა, რასაც სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. პროცესის ამსახველი ფოტოებით კი მრავალმა მომხმარებელმა მაკრონი აგენტ 007-ს შეადარა.

ემანუელ მაკრონმა „ლე ტერიბლზე“ რამდენიმე საათი გაატარა და რაკეტის გაშვების სიმულაციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული სწავლება შეფასდა საფრანგეთის მზადყოფნად, რითაც ქვეყანამ მსოფლიოს უთხრა, რომ დაშინებული არაა ჩრდილოეთ კორეის მიერ პირველი ინტერკონინენტალური რაკეტის წარმატებით გაშვების გამო.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]