weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი 2014 წლის შემდეგ ვიდეოში პირველად გამოჩნდა

02:22 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

დადასტურდა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია. 2014 წლის შემდეგ ალ-ბაღდადი პირველად გამოჩნდა ვიდეოში.

ორგანიზაცია SITE Intelligence Group-ის ინფორმაციით, ვიდეოში ჩანს, რომ ალ-ბაღდადი სხვა ტერორისტებთან უშუალოდ საუბრობს „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ ომზე, ასევე, სირიის ქალაქ ბაღუზისთვის ბრძოლაზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ვიდეო ახლახანს არის ჩაწერილი. ბაღუზი ბოლო ქალაქია სირიაში, რომელსაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს. 

ვიდეოში ალ-ბაღდადი ამბობს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო შურს იძიებს მისი მებრძოლების სიკვდილისა და დაპატიმრებისთვის.

SITE Intelligence Group-ის დირექტორის, რიტა კაცის შეფასებით, არსებობს სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ იმის გამო, რომ ISIS-ის ხალიფად წოდებული ალ-ბაღდადი ცოცხალია, არამედ იმის გამოც, რომ ყველა იმ პროგრესის შემდეგ, რაც დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში იქნა მიღწეული, მან შესაძლოა კვლავ მოახდინოს გავლენა მხარდამჭერებზე.

ალ-ბაღდადის გამოჩენით, გაქარწყლდა გასულ წელს გავრცელებული ცნობები მისი ლიკვიდაციის შესახებ.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ე.წ. ხალიფატი 2014 წელს გამოაცხადა. ის ერაყში 1971 წელს დაიბადა; ასევე ცნობილია სახელით „უხილავი შეიხი“. აშშ-ს 10 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული ალ-ბაღდადის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ, რამაც მის ხელში ჩაგდებას შეიძლება შეუწყოს ხელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]