კომპოზიციის ტექსტი პრეზიდენტმა დაწერა და რამდენიმე თვის წინ ლექსად მინისტრებსაც კი წაუკითხა. მუსიკის ავტორი მისი შვილიშვილია, რომელიც „როვაჩისთვის“ მიძღვნილ სიმღერას მღერის და პრეზიდენტთან ერთად რეპავს.
თურქმენეთის ლიდერი რეგულარულად ქმნის და ასრულებს საკუთარ კომპოზიციებს როგორც სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით, ისე ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.