weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მადურო მზად იყო ვენესუელიდან გაქცეულიყო, თუმცა რუსეთმა გადააფიქრებინა – პომპეო

10:27 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019
ფოტოზე ნიკოლას მადურო ფოტოზე ნიკოლას მადურო

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 30 აპრილს მზად იყო, ოპოზიციის პროტესტის ფონზე ქვეყანა დაეტოვებინა, მაგრამ რუსეთმა ამ ნაბიჯის გადადგმა გადააფიქრებინა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა.

„ჩვენ მთელი დღე ვაკვირდებოდით, მადურო დიდი ხანია არავის უნახავს. გამზადებული იყო თვითმფრინავი და ის მზად იყო დილით გაფრენილიყო, როგორც ჩვენ ვიცით, მაგრამ რუსებმა მას უთხრეს, რომ უნდა დარჩენილიყო“, – განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, ნიკოლას მადურო კუბის დედაქალაქ ჰავანაში ჩასვლას აპირებდა.

პომპეოს ამ განცხადებას სიცრუე უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე თავად მადურომ.

„ვაშინგტონი ყველანაირად ცდილბს მოახდინოს ვენესუელის არმიის დემორალიზება და ცრუ ინფორმაცია საინფორმაციო ომის ნაწილად გამოიყენოს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ 30 აპრილს განაცხადა, რომ სამხედროების მხარდაჭერა მიიღო, რითიც დაიწყო ნიკოლას მადუროს ჩამოგდების ოპერაციის მთავარი ეტაპი. კარაკასში საპროტესტო დემონსტრაციები განახლდა, რა დროსაც მომიტინგეებსა და სამხედროებს შორის შეტაკებებიც მოხდა. არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი, 80-ზე მეტი კი დააკავეს.

მოგვიანებით ტელემიმართვაში ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. ამასთან, გუაიდომ თქვა, რომ საპროტესტო აქციები დღეს, 1-ელ მაისსაც გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]