weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინმა რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

11:23 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ინტერნეტის გლობალური ქსელიდან რუსული სეგმენტის იზოლაციას ითვალისწინებს. კანონი ძალაში 2019 წლის პირველი ნოემბრიდან შევა, რიგი მუხლები კი 2021 წლიდან ამოქმედდება.

სახელმწიფო დუმამ კანონი 16 აპრილს მიიღო, ფედერაციის საბჭომ კი 22 აპრილს. კანონის მიზანია, დაიცვას რუსეთში ინტერნეტის სტაბილური მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ მის ნორმალურ ფუნქციონირებას საზღვარგარეთ საფრთხე შეექმნება.

ფედერალური საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვინენკომ განაცხადა, რომ კანონი არ ითვალისწინებს რუსეთის იზოლაციას. მისი თქმით, ქვეყნის იზოლირება მსოფლიოსგან „უზარობაა და შეუძლებელი“. მისი განმარტებით, პირიქით, კანონი მდგრადი ინტერნეტის შესახებ მოწოდებულია არ დაუშვას რუსეთის გამორთვა ციფრული ტექნოლოგიებიდან და მსოფლიო ინტერნეტის ქსელიდან.

კანონის მოწინააღმდეგეთა განცხადებით, ავტონომიური ინტერნეტის შექმნის მიზანია, რომ კრემლმა ინტერნეტის რუსულ სეგმენტზე ტოტალური კონტროლი დაამყაროს. რუსეთის არაერთ ქალაქში აღნიშნული კანონის მიღების წინააღმდეგ და ინტერნეტის თავისუფლების დაცვის მოთხოვნის აქციები გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]