weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამერიკელი აქტივისტისა და CIA-ის ყოფილი მუშაკის თქმით მარსზე მონა ბავშვების კოლონიაა

14:41 პარასკევი, 07 ივლისი 2017

მცირე ხნის წინ ერთ-ერთ ამერიკულ რადიოსადგურზე, ალექს ჯონსის შოუში ჩართვისას ამერიკელი აქტივისტი და წარსულში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) საიდუმლო ოფიცერი რობერტ დევიდ სტილი ამტკიცებდა, რომ NASA-ს მარსზე მონა ბავშვების კოლონია აქვს.

რობერტ დევიდ სტილის თქმით, NASA არა მხოლოდ ყველასგან საიდუმლოდ გზავნის ადამიანებს მარსზე, არამედ იქ უკიდურესად საზარელ საქმიანობასაც ეწევა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ გატაცებულ ბავშვებს ხშირად კლავენ მათი სისხლისა და ძვლის ტვინისათვის. 

„შესაძლოა ამან თქვენი მსმენელები დაშოკოს, მაგრამ გვჯერა, რომ მარსზე არსებობს კოლონია, რომელიც დასახლებულია დედამიწიდან მოტაცებული ბავშვებით, რომლებსაც უკვე 20 წელია NASA კოსმოსში გზავნის. როდესაც ისინი მარსზე ჩაჰყავთ, ბავშვებს სხვა გზა არ რჩებათ გარდა იმისა, რომ მონები იყვნენ მარსის კოლონიაში“, - განაცხადა სტილმა რადიოეთერში.

ალექს ჯონსის შოუ (InfoWars) შეთქმულების თეორიებისადმი სიყვარულითაა ცნობილი. გადაცემაში ხშირად ისმის აბსურდული მოსაზრებები მსოფლიო კონსპირაციებთან დაკავშირებით. 

NASA-ს პრესსპიკერმა გაი უებსტერმა გავრცელებულ ინფორმაციას სულელური ჭორი უწოდა და აღნიშნა, რომ მარსზე ადამიანები არ არიან და იქ აქტიურად მხოლოდ მარსმავლები მუშაობენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]