„ის, რაც ლეპსს ბრალად ედება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენს სიაში შეგვეყვანა“, – განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, მიმდინარე წლის მარტში ლიეტუველი პოლიტიკოსები გამოვიდნენ ინიციატივით შექმნილიყო სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ქვეყნაში შესვლას აუკრძალავდა იმ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან არიან კავშირში. მათ აღნიშნულ სიაში ლეპსის შეყვანაც მოითხოვეს. ერთ-ერთმა კონსერვატორმა დეპუტატმა არგუმენტად დაასახელა ის, რომ საერთაშორისო მედია გრეგორი ლეპსს „რუსული მაფიის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ შემსრულებელს“ უწოდებს. პოლიტიკოსები დაეყრდნენ იმ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც 2013 წელს ლეპსი აშშ-ში დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირის მიზეზით არ შეუშვეს. იგივე მიზეზით მას 2016 წელს დიდმა ბრიტანეთმა ვიზაზე უარი უთხრა, 2018 წლის მარტში კი საზღვრის გადაკვეთის უფლება ისრაელმა არ მისცა.