weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლიეტუვამ რუსი მომღერალი გრეგორი ლეპსი „შავ სიაში“ შეიყვანა

10:42 შაბათი, 04 მაისი 2019

ლიეტუვამ რუსი მომღერალი გრეგორი ლეპსი არასასურველი პირების სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

„ის, რაც ლეპსს ბრალად ედება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენს სიაში შეგვეყვანა“, – განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, მიმდინარე წლის მარტში ლიეტუველი პოლიტიკოსები გამოვიდნენ ინიციატივით შექმნილიყო სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ქვეყნაში შესვლას აუკრძალავდა იმ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან არიან კავშირში. მათ აღნიშნულ სიაში ლეპსის შეყვანაც მოითხოვეს. ერთ-ერთმა კონსერვატორმა დეპუტატმა არგუმენტად დაასახელა ის, რომ საერთაშორისო მედია გრეგორი ლეპსს „რუსული მაფიის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ შემსრულებელს“ უწოდებს. პოლიტიკოსები დაეყრდნენ იმ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც 2013 წელს ლეპსი აშშ-ში დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირის მიზეზით არ შეუშვეს. იგივე მიზეზით მას 2016 წელს დიდმა ბრიტანეთმა ვიზაზე უარი უთხრა, 2018 წლის მარტში კი საზღვრის გადაკვეთის უფლება ისრაელმა არ მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]