სეული და ვაშინგტონი ვითარებას ერთობლივად სწავლობენ. თუ სამხრეთ კორეის არმიის მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია სწორია, 2017 წლის შემდეგ ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ პირველი სარაკეტო ცდა იქნება.
კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა 2018 წლის ივნისში გაიმართა, სადაც მხარეები განიარაღებული პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ, თუმცა 2019 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მეორე შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. კიმ ჩენ ინმა ბირთვული განიარაღების პროცესის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაუყოვნებელი გაუქმება მოითხოვა, ამას კი ვაშინგტონი არ დასთანხმდა.