weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამსტერდამში ჰაერის დამაბინძურებელ ავტომობილებს 2030 წლიდან სრულად აკრძალავენ

11:55 შაბათი, 04 მაისი 2019

ქალაქ ამსტერდამის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2030 წლიდან ქალაქში სრულად აიკრძალება ბენზინისა და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გადაადგილება.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკვე მომავალი წლიდან ქალაქში დიზელზე მომუშავე 15 წელზე ძველი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება; 2022 წლიდან ქალაქის ცენტრში ავტობუსები ვეღარ იმოძრავებენ, ხოლო 2025 წლიდან აღნიშნული აკრძალვა სკუტერებსა და მოტოციკლეტებზეც გავრცელდება.

ამსტერდამის ხელმძღვანელობამ დაანონსა რიგი პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავენ ელექტრომობილებზე სრულად გადასვლას. მაგალითად, მოქალაქეებს ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ ელექტრომობილების პარკირების გადასახადი და მათი დატენვის თანხა.

ცვლილებების მიზეზი ჰაერის დაბიძნურება გახდა. ამსტერდამში ეს მაჩვენებელი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ ზღვარს აღემატება. პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი სწორედ ავტომობილებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]