weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსკოვის აეროპორტში ავიაკატასტროფას 41 ადამიანი ემსხვერპლა

02:00 ორშაბათი, 06 მაისი 2019

მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილ თვითმფრინავს, რომლის ბორტზე 78 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 41 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის შესახებ ბოლო ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე არსებული ცნობებით დაღუპულთა რიცხვი 13 იყო.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი ეკიპაჟის წევრი, სავარაუდოდ, ბორტგამცილებელია. 28 გადარჩენილი ადამიანი ტერმინალში იმყოფება, სადაც მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ. „აეროფლოტმა“ გადარჩენილების სია გამოაქვეყნა.

„ინტერფაქსის“ წყაროს ინფორმაციით, თვითმფრინავის კუდში მსხდომი მგზავრების დაღუპვის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ზოგიერთი მათგანი ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში, ბარგისთვის განკუთვნილი თაროებიდან საკუთარი ნივთების აღებას ცდილობდა.

თვითმფრინავს „Sukhoi Superjet 100“-ს ცეცხლი 5 მაისს, „შერემეტიევოს“ აეროპორტში ავარიული დაშვების დროს გაუჩნდა. თვითმფრინავი მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტრომოწყობილობების გაუმართაობა გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]