სალვატორე სკოპა და მისი ძმა ენდრიუ გავლენიან მაფიოზურ კლანს აკონტროლებდნენ და ჩართული იყვნენ ე.წ. მონრეალის მაფიის ომში, რა დროსაც რიცუტოს ძლევამოსილი კლანი განადგურდა.
პოლიციის განმარტებით, 49 წლის სალვატორე სკოპას მკვლელობა მოწმობს იმას, რომ სხვადასხვა განგსტერულ კლანებს შორის იატაკქვეშა დაპირისპირება ჯერ კიდევ არსებობს და არის შანსი იმის, რომ ენდრიუ სკოპას სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდეს, რადგან სალვატორეზე გავლენიანი, აქტიური და დაუნდობელი ენდრიუ უფროა.