weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰოკეის მატჩზე პუტინმა ყველაზე მეტი შაიბა შეაგდო, თამაშის ბოლოს კი წაიქცა

12:29 შაბათი, 11 მაისი 2019

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქალაქ სოჭში, ჰოკეის მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარში ყველაზე მეტი შაიბა შეაგდო. როგორც „მედუზა“ წერს, გუნდმა „ჰოკეის ლეგენდები“, რომლის შემადგენლობაშიც იყო პუტინი, მოწინააღმდეგე გუნდს ანგარიშით 14:7 მოუგო.

როგორც „მედუზა“ წერს, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი შაიბაა პუტინის ანგარიშზე გაურკვეველია. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა 10 შაიბა შეაგდო, კრემლში განაცხადეს, რომ – ცხრა, ხოლო „ღამის ჰოკეის ლიგამ“ რვა დაითვალა. პუტინმა 2015 წელს, ერთ-ერთ თამაშზე რვა შაიბა შეაგდო. ათი ქულა საკუთარი გუნდისთვის მას აქამდე არასდროს მოუტანია.

თამაშის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინი ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივარს ესალმებოდა, როდესაც ყინულზე დაგებული ხალიჩა ვერ შეამჩნია და ზედ წაიქცა.

„მედუზა“ წერს, რომ ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან ჰოკეისტად მიიჩნევა. თამაშზე ის საშუალოდ 3.6 შაიბას აგდებს, რაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონზე, ალექსანდრ ოვეჩკინზე უკეთესი შედეგია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]