weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ჰამბურგში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა

10:42 შაბათი, 08 ივლისი 2017

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა, რომელიც დაგეგმილი 35 წუთის ნაცვლად ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ორი ქვეყნის ლიდერებმა სირიისა და უკრაინის საკითხები განიხილეს და ასევე შეეხნენ გახმაურებულ თემას - აშშ-ის საპრეზიდენტი არჩევნებში რუსეთის ჩარევას. აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 7 ივლისის შეხვედრის საუბარი ასევე მოიცავდა ჩრდილოეთ კორეის უკანონო იარაღის პროგრამის საკითხს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, რომელიც შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად ესწრებოდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპმა პუტინთან რამდენჯერმე წამოჭრა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის საკითხი. ტილერსონის თქმით, პუტინმა უარყო არჩევნებში რაიმე ფორმით ჩარევა და საკითხიც ჯერ-ჯერობით გადაუჭრელ უთანხმოებად დარჩა.

ცალკე გამართულ ბრიფინგზე სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ტრამპმა პუტინის უარყოფა არჩევნებში ჩარევის თაობაზე მიიღო როგორც პასუხი. ლავროვმა ასევე დაადასტურა „ასოშიეიტედ პრესის“ მიერ გავრცელებული ცნობა, რის მიხედვითაც აშშ-მა და რუსეთმა მიაღწიეს საზავო შეთანხმებას სირიის სამხრეთ-დასავლეთში, რომელიც 9 ივლისს ამოქმედდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]