weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტაივანში ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა

11:15 პარასკევი, 17 მაისი 2019

ტაივანის პარლამენტმა დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. როგორც „ბიბისი“ წერს, ტაივანი პირველი აზიური ქვეყანა გახდა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალური იქნება.

მანამდე, 2017 წელს ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება გააჩნია. სასამართლომ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებისთვის ორწლიანი ვადა მისცა, რაც მიმდინარე წლის 24 მაისს იწურებოდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, კანონმდებლები სამ სხვადასხვა კანონპროექტზე მსჯელობდნენ, თუმცა საბლოოდ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი იქნა მიღებული, რომელიც ყველაზე უფრო პროგრესულად მიიჩნეოდა. დანარჩენ ორ კანონპროექტში ერთი სქესის წყვილების პარტნიორობა მოხსენიებული იყო არა როგორც „ქორწინება“, არამედ როგორც „ერთსქესიანთა ოჯახური ურთიერთობა“ ან „ერთსქესიანთა კავშირი“. მთავრობის კანონპროექტს მხარი 66-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი მოაწერს ხელს. პარლამენტში კენჭისყრამდე მან უკვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მიმართ.

„დღეს გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ ისტორია და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ პროგრესულმა ღირებულებებმა შეიძლება გაიდგან ფესვი აღმოსავლეთ აზიურ საზოგადოებაში. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სიყვარული იმარჯვებს“, – წერს ტაივანის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

ვიდრე პარლამენტში კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს, შენობის გარეთ, თავსხმა წვიმაში, ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერი ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. მათ გლოვის ნიშნად ეჭირათ ვარდები და პატივს მიაგებდნენ მათ, ვინც დისკრიმინაციის და უთანასწორო მოპყრობის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]