weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორუფციული სკანდალის გამო ავსტრიის ვიცე-კანცლერი შტრახე გადადგა

16:43 შაბათი, 18 მაისი 2019

ავსტრიის ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე თანამდებობიდან გადადგა. ამის თაობაზე განცხადება შტრახემ თავად გააკეთა დღეს, 18 მაისს, ვენაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ასევე აღარ იქნება ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარე.

თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადებას წინ უძღოდა სკანდალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც ავსტრიელ პოლიტიკოსს კორუფციაში ამხელს.

გავლენიან გერმანულ გამოცემებს Der Spiegel-სა და Süddeutsche Zeitung-ს ხელში ჩაუვარდათ ვიდეოჩანაწერი, რომელზე დაყრდნობითაც დაწერეს, რომ ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარე ჰაინც-კრისტიან შტრახე და ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი იოჰან გუდენუსი 2017 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტიის დაფინანსების სანაცვლოდ, გეგმავდნენ, სამთავრობო სამშენებლო პროექტების შესრულებაზე შეკვეთა რუსი ბიზნესმენი ქალის ფირმებისთვის მიეცათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ავსტრიელ პოლიტიკოსებსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის ნათესავ, მდიდარ ქალბატონს შორის 2017 წლის ივლისში, კუნძულ იბიცაზე იმართებოდა. საუბარს ესწრებოდნენ გუდენუსის მეუღლე და კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ჩანაწერში გერმანულად ლაპარაკობს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰაინც-კრისტიან შტრახემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მისი განცხადება დააკმაყოფილა ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა. განცხადების გაკეთებამდე შტრახე კანცლერთან იყო დაბარებული.

კანცლერი კურცი ავსტრიის სახალხო პარტიის ხელმძღვანელია. აღნიშნულმა პარტიამ, 2017 წლის არჩევნების შემდეგ კოალიცია სწორედ მემარჯვენე-პოპულისტურ „თავისუფლების პარტიასთან“ შექმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]