weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„პრეზიდენტი ხატი არაა“ – ზელენსკი ითხოვს კაბინეტებში მისი პორტრეტი არ დაკიდონ

12:37 ორშაბათი, 20 მაისი 2019

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციის შემდეგ სიტყვით გამოსვლის დროს, უმაღლესი რადას დეპუტატებსა და მინისტრებს მოუწოდა, კაბინეტებში მისი პორტრეტები არ დაკიდონ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ხატი არ არის.

„ძალიან მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი გამოსახულებები და პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი, პრეზიდენტი არ არის პორტრეტი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, – მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს.

კიევში დღეს ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]