weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინის რადამ პრეზიდენტ ზელენსკის პირველივე კანონპროექტის განხილვაზე უარი თქვა

15:44 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ უარი თქვა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის კანონპროექტის სხდომის დღის წესრიგში შეტანაზე. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, კანონპროექტი პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას და ბარიერის 3%-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

ვლადიმირ ზელენსიკის კანონპროექტის დღის წესრიგში შეტანას მხარი მხოლოდ 92-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომის დღის წესრიგში ასევე არ შეიტანეს პრეზიდენტის ის კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო პროცესის დროს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას ეხებოდა.

ამის შემდეგ უმაღლესი რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიიმ განაცხადა, რომ სხდომა დასრულებულია, ვინდაიდან ყველა საკითხი ამოწურული იყო.

ვლადიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაციის შემდეგ უმაღლესი რადა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა, რომელიც 21 ივლისს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]