weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთი კონგოში სამხედრო სპეციალისტებს გაგზავნის

11:37 პარასკევი, 24 მაისი 2019
კონგოს პრეზიდენტი დენი სასუ-ნგესო კრემლში, 22 მაისი კონგოს პრეზიდენტი დენი სასუ-ნგესო კრემლში, 22 მაისი

რუსეთი კონგოს რესპუბლიკაში საკუთარ სამხედრო სპეციალისტებს გაგზავნის. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების შედეგად მოეწერა.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რუსი სპეციალისტები კონგოელ სამხედროებს ასწავლიან და დაეხმარებიან სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში, მათ შორის იმ ტექნიკის, რომელიც იქ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ფომინის თქმით, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან კონგოში დარჩენილია რუსული წარმოების დიდი რაოდენობით სამხედრო და სპეციალური ტექნიკა. მისივე თქმით, ამ ტექნიკას კიდევ დიდხანს შეუძლია მუშაობა კონგოს თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად.

ამასთან, ალექსანდრ ფომინმა განაცხადა, რომ რუსეთი კონგოს რესპუბლიკისგან შეიარაღების შეძენის შესახებ მიმართვას ელის, რაზეც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]