weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ფეისბუქმა“ 3 მილიარდზე მეტი ყალბი პროფილი წაშალა

11:53 შაბათი, 25 მაისი 2019

Facebook-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით, უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ანგარიში წაშალა.

3 მილიარდი რეკორდული ციფრია წინა ანგარიშებში ასახულ მონაცემებთან შედარებით. გარდა ამისა, ცნობილია, რომ წაიშალა 7 მილიონზე მეტი პოსტი, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავდა.

Facebook-ის განმარტებით, ყალბი ანგარიშების შთამბეჭდავი რიცხვი უკავშირდება ინტერნეტ თაღლითებს, რომლებიც ყალბი ექაუნთების შესაქმნელად ავტომატურ მეთოდებს იყენებენ, თუმცა ასეთი პროფილების უმეტესობა შექმნიდან რამდენიმე წუთში იშლება, მანამ, სანამ ისინი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენებას შეძლებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]