weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

17:07 ორშაბათი, 27 მაისი 2019

ლიეტუვაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქის ბიულეტენების დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატ ნაუსედას ხმათა 65.86% აქვს, ლიეტუვის ყოფილ ფინანსთა მინისტრის (2009-2012 წლებში), ინგრიდა შიმონიტეს კი - 32.86%.

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 12 მაისს ჩატარდა. მაშინ ხმათა 50%-ზე მეტის აღება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა.

ცნობილია, რომ 55 წლის გიტანას ნაუსედამ მოქმედი პრეზიდენტის, ბალტიისპირეთის „რკინის ლედიდ “ წოდებული დალია გრიბაუსკაიტეს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გაგრძელების პირობა დადო, რომელიც ევროკავშირში კრემლის ერთ-ერთი ღია კრიტიკოსია.

გიტანას ნაუსედა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 12 ივლისს დაიკავებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]