ბრაზილიის პენიტენციური სამსახურის ცნობით, გარდაცვლილი პატიმრები ამაზონასის შტატის ქალაქ მანაუსის სამ ციხეში აღმოაჩინეს. მანამდე ერთი დღით ადრე ამავე ქალაქის კიდევ ერთ ციხეში მსჯავრდებულებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 15 პატიმარი ემსხვერპლა.
გავრცელებული ვერსიით, არეულობა ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგია.
ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, შექმნილ ვითარებასთან გასამკლავებლად ციხეებში ფედერალური ძალებია გაგზავნილი.