weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებებს იმპორტირებული ღვინის შესყიდვა აეკრძალათ

14:36 სამშაბათი, 28 მაისი 2019

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო და მუნიციპალურ დაწესებულებებს უცხოეთში წარმოებული ღვინის შეძენა ეკრძალებათ. დოკუმენტში განმარტებულია, რომ აკრძალვის მიზანი ადგილობრივი მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობაა.

გამოცემა Настоящее Время-ს ინფორმაციით, აკრძალვა ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა.

„შეზღუდვა შეეხება მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებს. ის არ ვრცელდება იმპორტირებულ ღვინოზე, რომელიც კომერციულ სექტორშია (მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, კომერციული საწარმოები) მიმოქცევაში“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

2016 წლის აგვისტოში რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის უცხოეთში წარმოებული ხორცის, თევზისა და რძის პროდუქციის შესყიდვა აკრძალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]