თავდასხმა ერთ-ერთ პარკთან მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. ბავშვები სკოლის ავტობუსს ელოდებოდნენ, რა დროსაც დანით შეიარაღებული 50-წლამდე მამაკაცი მათ თავს დაესხა და ერთი გოგონა და 39 წლის მამაკაცი მოკლა, ხოლო დაწყებითი კლასის მოსწავლე 16 გოგონა დაჭრა.
ადგილზე მისულმა პოლიციამ ორი დანა იპოვა. მომხდარის მოტივი უცნობია.
თავდასხმის დროს იაპონიაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.