weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩამოვედი, რომ მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში – სააკაშვილი

21:57 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში დაბრუნდა. კიევის ბორისპოლის აეროპორტში მას მხარდამჭერები და ჟურნალისტები დახვდნენ.

სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მილიონობით უკრაინელთან, ახალ პრეზიდენტთან და მის გუნდთან ერთად ახალი ქვეყნის შენებაში მონაწილეობის მიღების მიზნით დაბრუნდა.

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის იმისთვის, რომ აქვს პატივი უკრაინის მოქალაქე იყოს.

„მჯერა, რომ უკრაინას ყველაფერი გამოუვა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ან ნაბიჯით აჩვენა, რომ შეუძლია გაბედული და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება... ის დამოუკიდბელი პოლიტიკოსია. როდესაც ზელენსკიმ მოქალაქეობა დამიბრუნა - ეს ღირსეული პრეზიდენტის გაბედული ნაბიჯი იყო. უკრაინას აქვს ისტორიული შანსი, ჰყავდეს ასეთ პრეზიდენტი და ჰქონდეს ახალი შესაძლებლობები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

28 მაისს, ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკშვილს 2017 წელს ჩამორთმეული უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. კიევში გამგზვრებამდე, ვარშავაში, უკრაინის საკონსულოში მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]