weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სან ფერმინის ფესტივალის პირველ დღეებში 9 ადამიანი დაშავდა

16:47 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

სან ფერმინის წლევანდელ ფესტივალზე, რომელიც ტრადიციულად ესპანეთის ქალაქ პამპლონაში 7 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება, უამრავი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდა. ქალაქის ვიწრო ქუჩებში გაშვებული ხარების წინ ურიცხვ თავზეხელაღებულ ადამიანთა სირბილისას უკვე ცხრა მათგანი დაშავდა.

ნავარას ოლქის მთავრობის ინფორმაციით, პირველ დღეს მძიმედ დაშავდნენ 4 ამერიკელი და 1 ესპანელი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე დღეს კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ოთხმა ესპანელმა და საფრანგეთის ერთმა მოქალაქემ.

ცხრადღიან სახალხო ფესტივალზე თეთრ სამოსსა და წითელ ხელსახვევში გამოწყობილი ურიცხვი მონაწილე არ უშინდება გაშმაგებულ ხარებსა და მძიმე ტრავმებს და წითელი ღვინის თანხლებით ზეიმობს ისტორიად ქცეულ ფესტივალს, რომელსაც როგორც წესი, მხოლოდ ხარები ეწირება.

შეგახსენებთ, რომ სან ფერმინის ფესტივალი დიდი ხნის ტრადიციაა, რომელიც ამერიკელმა ნობელიანტმა მწერალმა ერნესტ ჰემინგუეიმ უკვდავყო თავის რომანში - „აღმოხდების მზე“.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]