weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

რუსეთის ერთ-ერთ ოლქში ხიდი მოიპარეს

10:41 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

რუსეთში, მურმანსკის ოლქში მდინარე უმბაზე არსებული ხიდი მოიპარეს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ქურდებმა სავარაუდოდ ჯერ კონსტრუქციის შუა ნაწილი მდინარეში ჩააგდეს, შემდეგ კი ნაწილებად დაშალეს.

ხიდის გაქრობა სოფელ კოავშას მცხოვრებლებმა შეამჩნიეს და პოლიციას შეატყობინეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხიდი დიდი ხნის განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი და ის არც ქალაქის ბალანსზე ირიცხება.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, 2007 წლამდე ამ ადგილზე რკინიგზა გადიოდა. ამჟამად სამართალდამცავები არკვევენ, ვის ეკუთვნის ხიდი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]