weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტრამპმა მექსიკურ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა

12:27 პარასკევი, 31 მაისი 2019

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკას პროდუქტებზე ტარიფები დაუწესა. დადგენილება ძალაში 10 ივნისიდან შევა და მექსიკურ პროდუქციას ხუთი პროცენტით დაბეგრავს.

ტრამპის განცხადებით, 1-ელ ოქტომბრამდე ტარიფის პროცენტი ყოველთვიურად პროცენტით გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს.

ტრამპის გადაწყვეტილებას ასევე სოციალური ქსელით გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი, რომელმაც აღნიშნა, რომ სოციალური პრობლემები გადასახადებით ან ძალადობრივი ზომებით არ წყდება.

ტარიფების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის ვაშინგტონში მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]