weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უცხოელებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით შეეძლებათ

10:16 სამშაბათი, 11 ივლისი 2017
უცხოელებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით შეეძლებათ ფოტო © РИА Новости

2018 წლის იანვრიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთას უცხო ქვეყნის მხოლოდ ის მოქალაქეები შეძლებენ, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ. ეს გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო. უწყების მდივნის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, ბიომეტრიული კონტროლის გამკაცრება პირველ რიგში რუსეთის მოქალქეებს შეეხებათ. მისივე თქმით, ეს იქნება უკრაინის პასუხი კრემლის აგრესიაზე.

რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შესასვლელად ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში წინასწარ ელექტრონული რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, რუსები ვალდებულები იქნებიან რეგისტრაციის დროს მიუთითონ უკრაინაში ყოფინის მიზანი და ადგილსამყოფელი.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის საზღვარზე უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემები უნდა შემოწმდეს. მესაზღვრეებმა უნდა აიღონ ვიზიტორის თითის ანაბეჭდები და ციფრული ფოტოსურათი. პოროშენკოს მიაჩნია, რომ ბიომეტრიული კონტროლის გამკაცრება ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]