weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რუსულმა მედიამ G20-ის სამიტზე გადაღებულ ფოტოზე პუტინი „ფოტოშოპით“ ჩასვა

10:38 სამშაბათი, 11 ივლისი 2017

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტისას მთავარ მოვლენად აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა გახდა. შეხვედრის ამსახველი უამრავი ფოტო გავრცელდა, თუმცა რუსულმა მედიამ სამიტი საკუთარი თვალით დაინახა და „ფოტოშოპით“ გაკეთებული ფოტო გაავრცელა.

ერთ-ერთ რუსულ საიტზე G20-ზე გადაღებული ფოტო გავრცელდა, სადაც აშშ-ის, თურქეთისა და მექსიკის პრიზიდენტების, ასევე გერმანიის კანცლერისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყურადღება რუსეთის პრეზიდენტისადმი არის მიმართული, რომელიც ლიდერებს შორის ზის. ანგელა მერკელს ფოტოს რუსულ ვარიანტზე ასევე უკეთია ე.წ. გეორგიევსკის ლენტი.

რეალურად ავთენტურ ფოტოზე სკამი, რომელზეც თითქოს პუტინი ზის, ცარიელია და ის არა რუსეთის პრეზიდენტს, არამედ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს ეკუთვნის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]