განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში აშშ-ის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მხარდაჭერაზეა საუბარი, რისთვისაც ვლადიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას მადლობას უხდის.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებს, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობის საკითხში მნიშვნელოვანი სიგნალია.